საქართველოს მთავრობამ უნდა იმსჯელოს თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე-EMC

24 იანვარი 2020, 18:06 360 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხრიდან სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მძიმე შემთხვევებს ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესწავლისა და სახალხო დამცველისთვის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საქმიანობის გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს.

EMC მთავრობას პენიტენციურ სისტემაში სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი ძალადობრივი პრაქტიკის და არაფორმალური მმართველობის სისტემების აღმოსაფხვრელად დაუყოვნებელი სისტემური ზომების მიღებას სთხოვს.

"გუშინ, 23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო გახადა ინფორმაცია, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში, სახალხო დამცველის ვიზიტის და დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პირთან, მისი კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას დახურულ დაწესებულებებში მყოფ პირებთან. კონფიდენციალურობის მაღალი გარანტიები პირდაპირ უკავშირდა სახალხო დამცველის მიმართ ნდობასა და ზოგადად, ინსტიტუტის ეფექტიან ფუნქციონირებას.

 

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სახალხო დამცველის საქმიანობის ძირეული პრინციპების დაცვა და პატივისცემა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. სახალხო დამცვლის ინსიტუტისა და საქმიანობის მიმართ, სახელმწიფოს დამოკიდებულება დიდწილად წარმოაჩენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემის და დაცვის  ხარისხს. პოლიტიკური კრიზისის ფაზაში პოლიტიკური სისტემების მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხშირად სახალხო დამცველის აპარატი ხდება, რაც ამ შემთვევაშიც სიმპტომატურად მოხდა"-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და კაბინეტს იმსჯელონ იუსტიციის მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და მთავრობის აქტიური კოორდინაცით დაიგეგმოს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის სისტემაში არაფორმალური მმართველობის და პატიმართა უფლებების დარღვევის შემთხვევების აღსაკვეთად.

ამავდროულად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დროულად შეისწავლოს ბოლო დღეებში გამოვლენილი ფაქტები.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარმართოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე და გამოკვეთოს შესაძლო პასუხისმგებელი პირები.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი