"ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის" - ერთ-ერთი გამარჯვებული აჭარის მაუწყებელია

17 იანვარი 2020, 17:41 1067 ნახვა

აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო პროდუქტი - "ჰეშთეგი", სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კონკურსის „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის"- ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

კამპანიის ფარგლებში „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით გამოევლინა ჟურნალისტები , რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებდნენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და განვითარების შესაძლებლობებს.

საქართველოს რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდა შეერჩიათ თავიანთ რეგიონში მომუშავე საუკეთესო ჟურნალისტი და ასევე დაესახელებინათ ცენტრალური მედიის ერთი წარმომადგენელი. 

17 იანვარს კონკურსის რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა:

გურია - თამთა დოლიძე - ტელეკომპანია "გურია"
აჭარა - ირაკლი ყურუა - გადაცემა ჰეშთეგი, აჭარა TV
იმერეთი - თამუნა ქავთარაძე, მეგა TV
კახეთი - მარიამ მეგრელიშვილი - TV ,,თანამგზავრი''
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ნანა ხუბუტია, live press
სამცხე – ჯავახეთი - რუსუდან გვარამაძე TV9
ქვემო ქართლი - ეკატერინე ერაძე, მარნეული TV
შიდა ქართლი - ნინო ჩიბჩიური, ტელეკომპანია „თრიალეთი“
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მარინე სვანიძე, kvira.ge

ცენტრალური - მიხეილ სესიაშვილი, მთავარი არხი
CSI-ის სპეციალური პრიზი - ნეტგაზეთი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში