კატალიზატორების გარეშე ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლით - ბათუმში ავტომობილების 50% გამონაბოლქვის გამო ვერ გაიარა შემოწმება

17 იანვარი 2020, 16:54 2690 ნახვა

2019 წელს ბათუმში ტექნიკური ინსპექტირება ავტომობილების 50 %-მა გამონაბოლქვის სისტემაში არსებული ხარვეზის გამო ვერ გაიარა. პირველი აპრილიდან კი ძალაში ახალი რეგულაცია შედის, რომლის თანახმადაც, თუ კი ავტომობილს ე.წ კატალიზატორი ანუ გამონაბოლქვის ფილტრი არ ექნება, სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის.

გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის - ამის შესახებ გლობალური ალიანსის კვლევაშია ნათქვამი. დღეს გახდა ცნობილი, რომ ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება. კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაასრულებულია, იგი ჯერ მთავრობამ, შემდეგ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კატალიზატორზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ბათუმში დაფიქსირდა ავტომობილებიდან მისი მოპარვის ფაქტებიც. იყო შემთხვევები, როცა ბათუმში ერთ ღამეში 5 ავტომობილი გაქურდეს,  ქურდებმა მანქანებიდან  ძირითადად სწორედ კატალიზატორები მოხსნეს და წაიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში