გლოვის დღე უკრაინაში

09 იანვარი 2020, 10:54 1154 ნახვა

ავიაკატასტროფის გამო უკრაინაში გლოვის დღეა.   ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფას  11 უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ბორტზე 176 მგზავრი იმყოფებოდა.  

სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, გუშინ  ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.  ყველა  მათგანი  დაიღუპა. ირანული მხარის ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო და მას გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა. უკრაინის მთავრობა რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ირანმა კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი შავი ყუთის გადაცემაზე უარი განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში