არ მიუტოვებია, წაიყვანა სახლში და აღმოუჩინა დახმარება როგორც შეეძლო - სპეცრაზმელის ადვოკატი

07 იანვარი 2020, 17:49 3428 ნახვა

24 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს დაშავებული ახალგაზრდა არ მიუტოვებია, ის სახლში წაიყვანა და დახმარებას იქ გაუწია. მას შემდეგ კი რაც სიტუაცია დამძიმდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. 

''ჩასხდნენ და ცდილობდნენ ზურაბ ცერცვაძის კუთვნილი მანქანის წაყვანას, აი ამას მოჰყვა ყოველივე ეს... დაახლოებით 15-20 მეტრი გაიარეს დაეჯახნენ ბოძს და შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა, ცდილობდა დაეხსნა თავისი პირადი ნივთი, მაპატიეთ მიჭირს საუბარი მაგრამ ეს რეალობაა, მიტოვებას ადგილი არ ქონია, წაიყვანა სახლში და აღმოუჩინა დახმარება, როგორც შეეძლო და როდესაც მიხვდა, რომ მისი მდგომარეობა მძიმდებოდა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ მოხდა ის, რომ წურწუმია გარდაიცვალა'', - თქვა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა. 

მოსამართლემ მოგვიანებით სიტყვა ბრალდებულსაც მისცა. ''ვინანიებ და ძალიან ვწუხვარ რომ ასეთი შედეგი დადგა.. ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა... მინდოდა, რომ უბრალოდ მანქანა არ წაეყვანათ'' - თქვა სპეცრაზმელმა. 

თბილისში, 2 იანვარსს, 24 წლის მამაკაცი ქუჩაში ნაცემი იპოვეს. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ჩხუბი სასაფლაოზე მოხდა, სადაც მოკლული და მისი 21 წლის ძმა იმყოფებოდნენ. ყვება, რომ უმცროსმა ძმამ გაქცევა მოახერხა. ამტკიცებს, რომ შსს-ს სპეცრაზმელებმა 24 წლის მურადი წურწუმია აწამეს და სხვა უბანში, ქუჩაში დააგდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში