ულტიმატუმი კახი კალაძეს

04 იანვარი 2020, 18:00 527 ნახვა

ხვალ, დედაენის“ ბაღში, გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად 12:00-დან 18:00 საათამდე Flea Market -ი გაიმართება. როგორ თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, გარემოვაჭრეებს კუთხეებს მოუწყობენ, სადაც ისინი საკუთარი პროდუქციის გაყიდვას შეძლებენ.

გარემოვაჭრეების სოლიდარობა, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათი მხარდამჭერი აქცია თბილისის მერიასთან. ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ორი მოთხოვნა გააჟღერა:  გარემოვაჭრეებს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 იანვრამდე მიეცეთ ვაჭრობის უფლება და უახლოესი ერთი თვის ვადაში გარევაჭრობის რეგულაციის მიღება, რომლის თანახმადაც ვაჭრობა შაბათ-კვირის გარდა სხვა დღეებშიც უნდა იყოს შესაძლებელი.

სოლიდარობის აქციას, მოძრაობა „შეცვალე“, „სირცხვილია“, „გაბედე“ და სამოქალაქო აქტივისტები, შეუერთდნენ, მათ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას გააპროტესტეს.  31 დეკემბერს,"თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვებისგან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მინი ატრაქციონები დაამონტაჟეს, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში