2020 წელს აჭარაში პირველი ახალშობილი 00:02 წუთზე, ბათუმის სამედიცინო ცენტრში დაიბადა. ქვეყანას ლილე კახაძე მოევლინა. ექიმების განმარტებით, დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ის ოჯახის მეორე შვილია.
ვაჟი დაიბადა 00-01 სთ-ზე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. საბა ჭელიძე და დედა თავს კარგად გრძნობენ. ამ ეტაპზე აქ 9 ახალშობილია. 1 იანვარს 06.10 სთ-ზე დაიბადა მართა ანთაძე. ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიბადა. მედინაში, დაახლოებით 06:45 საათზე, მელისა ბოლქვაძე გაჩნდა.