ბათუმში ფადიკო გოგიტიძის განახლებული მემორიალური დაფა გაიხსნა 

25 დეკემბერი 2019, 15:41 634 ნახვა

მფრინავი ქალის ფადიკო გოგიტიძის განახლებული მემორიალური დაფა გაიხსნა დღეს ბათუმის ცენტრალურ პარკში, სადაც მისი ძეგლი დგას. ცერემონიას ფადიკო გოგიტიძის ნათესავები, მამულიშვილთა კავშირისა და ორგანიზაცია მამული, ენა, სარწმუნოების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. მათ მფრინავი ქალის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მისი ღვაწლი გაიხსენეს.

მემორიალური დაფა ბათუმის მერიასთან შეთანხმებით ორგანიზაცია ‘მამული, ენა, სარწმუნოებისა’ და საზოგადოების წარმომადგენლებმა საკუთარი ფინანსებით აღადგინეს. ფადიკო გოგიტიძის ახლობლებმა მისი საფლავის  ფერიის სასაფლაოდან ისეთ ადგილას  გადატანა მოითხოვეს,  სადაც საზოგადო მოღვაწეები არიან დაკრძალული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში