ბიოლოგიური თავდასხმა - სვეტლანა კუდბა პარლამენტში სითხის დასხმასა და სუნზე

13 დეკემბერი 2019, 15:42 2201 ნახვა

დეპუტატების ნაწილი პარლამენტში სუნთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ტერაქტი, ბიოლოგიური თავდასხმა, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი სვეტლანა კუდბა პარლამენტის სასესიო დარბაზში გუშინ მომხდარ ინციდენტს. მისივე თქმით,  რაც მოხდა, არის დანაშაული და ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს. დეპუტატის ინფორმაციით, ექიმმა მას ტოქსიკური მოწამვლა დაუდგინა.

გუშინ, 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარული დარბაზიდან  ევაკუაცია განხორციელდა. სხდომა კი ორი საათით იმის გამო შეწყდა, რომ დარბაზში  დაღვრილი უცნობი ნივთიერების გამო, გაუსაძლისი სუნი იყო. საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველებიც მივიდნენ. 

ოთხი ადამიანი შეუძლოდ გახდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე პასუხისმგებლობას მოძრაობა  „სირცხვილია“ აიღო, დარბაზში მათი მტკიცებით ვეტერინარული, უვნებელი პრეპარატი გამოიყენეს. უმრავლესობა მომხდარში უმცირესობას სდებს ბრალს.

გუშინ, ეს ფაქტი, პარლამენტის თავმჯდომარემ ქიმიურ შეტევად შეაფასა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში