ბზარები საცხოვრებელ კორპუსში - მშენებელი კომპანიის მტკიცებით, სახიფათო არ არის

11 დეკემბერი 2019, 20:00 3934 ნახვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩის 13  ნომერში  მდებარე  ახალაშენებული კორპუსის  ბინადრების  ნაწილი საფრთხეზე  საუბრობს,  რომელსაც მათი განცხადებით კორპუსში არსებული  ბზარები  ქმნის. ერთ -ერთ ოჯახში ამბობენ, რომ სადარბაზოსთან ერთად ბზარები მათ ბინაში იატაკს და კედელსაც გაუჩნდა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ ტიპის ბზარები პრობლემას არ წარმოადგენს. 

კომპანია „დარ ბილდინგში“ აცხადებენ, რომ მდგომარეობა შეისწავლეს და ვითარებას ადგილზე დღესაც გაეცნენ.  შენობაზე პასუხისმგებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ არსებული ბზარები საშიშროებას არ ქმნის, რადგან შენობა მყარია და ბზარი არ აქვს საყრდენ კედელს.  შენობა ბათუმის მერიას ექსპლუატაციაში მიღებული აქვს.  ამბობენ, რომ კორპუსი სამშენებლო ნორმებს აკმაყოფილებდა. „მთავარს“  ამ კორპუსის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში