მოქალაქეებს სესხი ბოლო 2 თვეში 1,5 %-ით გაუძვირდათ - რა ტიპის სესხებს ეხება ცვლილება?

11 დეკემბერი 2019, 13:51 642 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას.

"მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს. როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა"- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. მათივე ინფორმაციით, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. საგულისხმოა, რომ წინა თვეებში კლების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში ტურისტული შემოსავლების წლიური ზრდა დაფიქსირდა.

ვის მოემატება საპროცენტო განაკვეთი?

ყველას, ვისაც არ აქვს ფიქსირებულ პროცენტი სესხზე. "ცვლადი საპროცენტო განაკვეთის არსებულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება ინდექსის ცვლილების შესაბამისად.

თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე ინდექსირებული სესხის განაკვეთი, პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის შემთხვევაში, ასევე გაიზრდება 0.25 პროცენტული პუნქტით".

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ უნდა შეიცვალო

საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 2 თვის წინაც გაიზარდა და ბოლო 2 თვეში 2%-ით გაეზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში