ახალგაზრდები ''ქართული ოცნებიდან'' მასშტაბურ აქციას აანონსებენ

06 დეკემბერი 2019, 16:40 985 ნახვა

''ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ აქცია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ კურსს, შეუძლია ღონისძიებას შეუერთდეს.

''ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას საფრთხე არ შეექმნას.

„ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის ამ ღონისძიებაზე დასწრებას და საზეიმო ღონისძიების აღნიშვნას.

იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდება ამ საზეიმო ღონისძიებაზე, რათა ჩვენი თაობის განსაკუთრებული წვლილი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ამას ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაცია ნამდვილად ადასტურებს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში