ნინო ლომჯარია მრჩეველთა დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვს

05 დეკემბერი 2019, 20:03 1839 ნახვა

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში სტუმრობის შემდეგ, ისაუბრა კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მზადაა, გამოიყენოს ყველა მექანიზმი, მათ შორის მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა შეიცვალოს მრჩეველთა საბჭოს წევრების კვოტირებისა და დირექტორის არჩევის წესი.

სახალხო დამცველის ამ ინიციატივაზე მმართველ გუნდში კომენტარს არ აკეთებენ, ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ ინიციატივა  დროულად უნდა იქცეს კანონად და ის გავრცელდეს, არამარტო მომავალში არჩეულ მრჩეველთა საბჭოებზე, არამედ მოქმედზეც. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში