ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი და თამბაქო გაძვირდა

03 დეკემბერი 2019, 14:18 2647 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი, თამბაქო და სასტუმრო მომსახურება გაძვირდა.

მონაცემების თანახმად,  ფასებმა ხილსა და ყურძენზე 30%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 16.2 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი 15.4 პროცენტით მოიმატა.

რაც შეეხება თამბაქოს. თამბაქოს ნაწარმზე ფასი 29%-ითაა გაზრდილი.

სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე 8.4 პროცენტი და ღამის გასათევ მომსახურებაზე 1.0 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში