ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე - მამუკა ხაზარაძე

02 დეკემბერი 2019, 15:57 208 ნახვა

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით „აეროფლოტის“ ბიზნესკლასის ბილეთი  უყიდა, რომლითაც მას საქართველოს დატოვებას სთავაზობს.

"დღეს გადავწყვიტე და ვუყიდე ბიძინა ივანიშვილს აეროფლოტის ბილეთი. იგი გამოწერილია მის სახელზე. ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არ არის 35 ევროიიანი ბილეთი. ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ  იგი შეჩვეულია კაი ცხოვრებას. ამ ბილეთით მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა. საქართველო ამის შემდეგ დაადგება ნორმალური განვითაების გზას."-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი