ფსიქოლოგიური ბარიერი და სამ ლარამდე დაჭერილი ლარის კურსი - ექსპერტების შეფასებები

26 ნოემბერი 2019, 20:07 527 ნახვა

მთელი დღის განმავლობაში „ბლუმბერგის“ ტერმინალზე დოლართან ლარის გაუფასურების ტენდენცია შეინიშნებოდა. დღისით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება  2 ლარსა და 97 თეთრს აჭარბებდა, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი სამ ლარზე მეტი ფიქსირდებოდა.

სავარაუდოდ ამის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა დღეს რეზერვებიდან 20 მილიონი დოლარი გაყიდა და ვალუტა მცირედით გაამყარა.

კურსის გასამყარებლად, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრემიერმა გასულ კვირასაც დაავალა ნაბიჯების გადადგმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი