ქობულეთში მძარცველებმა დაკეტილ სახლში შეაღწიეს და "ყველაფერი გაიტანეს"

26 ნოემბერი 2019, 13:59 8827 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში დაკეტილი სახლი გაქურდეს. მძარცველებმა სახლიდან ძვირფასი ნივთები გაიტანეს. მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან წაღებულია ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. 

''შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა, როგორც ვიცით სახლში ქურდები ისე შევიდნენ, არც კარი და არც ფანჯრებია დაზიანებული. სახლში შესვლის კვალს პოლიციამაც ვერ მიაგნო. ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, რადგან სოფელში არ ცხოვრობენ, სახლი დაკეტილია. ჩვენი ინფორმაციით, მძარცველებმა კასრულებიც და ტაფებიც კი წაიღეს, ყველაფერი გაიტანეს'' - ყვება მეზობელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე  მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში