საქართველოს თავდაცვის ძალებს 225 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

23 ნოემბერი 2019, 15:44 1734 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 225 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კურსის წარმატებულ ინსტრუქტორებს სიმბოლური საჩუქრები, საუკეთესო რეკრუტებს კი სიგელები გადასცეს, ხოლო ინსტრუქტორებისა და კურსდამთავრებულების ნაწილს მადლობა გამოეცხადა.
რეკრუტებმა 10 კვირის განმავლობაში  ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

დღეიდან ისინი საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში