ექიმების ინიციატივაა, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი - აკაკი ზოიძე

20 ნოემბერი 2019, 13:30 296 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ექიმების ინიციატივაა, თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული რეჟიმის მძევლად.

აკაკი ზოიძის თქმით, დღეს ყველა ვაჟა გაფრინდაშვილი და სეპარატისტული ხელისუფლების მძევალი ვართ. 

"მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მაშინ ჩვენ დღეს ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი, ვართ მძევალი სეპარატისტული რეჟიმის. პირადად მე ვარ მზად, რომ ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, ყველანაირი არხებით კეთდება ყველაფერი. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა, ამიტომ ჩვენ ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ მას 15 ნოემბერს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაონში დააკავეს. ექიმი აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ის დე ფაქტო საზღვრებს არ აღიარებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი