სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა - დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა

19 ნოემბერი 2019, 20:05 1455 ნახვა

პროპორციული არჩევნების მოთხოვნით რუსთაველზე აქციებია, უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს კი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე სურს გადასვლა. დეპუტატი, რომელმაც დანაპირების მიუხედავად, პროექტი ჩააგდო, ფიქრობს, რომ პროპორციული სისტემა ამომრჩეველს დააბნევს.

კიდევ ერთი ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ მოსახლოების 99 პროცენტი საერთოდ ვერ ერკვევა რა არის კარგი პროპორციულ სისტემაში. არადა USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული IRI-ის კლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის დიდ ნაწილს სმენია და მხარს უჭერს ამ ცვლილებას.

მოკლედ, მაჟორიტარები კვლევების, საერთშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, ქვეყნის მოსახლოების მხარდაჭერის და ჩაგდებამდე არსებული კონსესუსის საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობენ. მმართველ გუნდში კი ამ მიმართულებით დისკუსიის გახსნას გამორიცხავენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში