"მისი შარვლები მოსწონთ, მოდურია... ან ის, რომ წერა-კითხვის უცოდინარი მერი გახდა" - ლევან ბერძენიშვილი კალაძეზე 

19 ნოემბერი 2019, 16:28 3593 ნახვა

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი IRI კვლევების შედეგებს გამოეხმაურა, სადაც კვლევითმა ინსტიტუტმა პოლიტიკური ფიგურების რეიტინგები დადო. 

კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საზოგადოებას გამოკითხვის მიხედვით მოსწონთ, თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძეა.

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ კალაძის პოპულარობა იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებას წინ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, თუმცა ზოგადად, რეიტინგების მიხედვით, მოქალაქეების პოზიცია მისთვის გასაგებია.  

"რაც შეეხება კალაძეს, მისი მაღალი რეიტინგი მიუთითებს ჩვენი საზოგადოების გულუბყვილობაზე. ის მოდურია, მისი შარვლები მოსწონთ, ლაპარაკის მანერა... ან ის, რომ წერა-კითხვის უცოდინარი თბილისის მერი გახდა. მოკლედ, რაღაცა მოსწონთ მისი, რაღაცას ხედავენ. მე კი ვიცი, რომ კახი კალაძე არის აბსოლუტურად მავნე პოლიტიკური ფიგურა, ერთი ქუჩა ვერ დაუგია თბილისში და რეიტინგი აქვს. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი უდღეური პოლიტიკოსია და წერა-კითხვის უცოდინარი. მის ხელში წიგნი არც მაშინ დაგვინახია, როცა ვინმესთვის თავში ჩარტყმა უნდოდა.  ამ კვლევაში, ერთადერთი კალაძის რეიტინგია, რაც  საზოგადოების უმწიფრობაზე მიუთითებს, დანარჩენი ყველაფერი გასაგებია" - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. 

 IRI - საერთაშირისო რესპუბლიკური  ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა პოლიტკური ფიგურების რეიტინგებზეც ჩატარდა. კვლევის მიხედვით, სადაც 1500 ადამიანი გამოკითხეს, უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითად არის განწყობილ და ეს ციფრი 70 პროცენტია.  " გვაჩვენა რომ შევცდით, ვინც აირჩია ყველა შეცდა" - ამბობს ოპოზიციის წევრი. 

პრემიერ მინისტრს კი, რომელიც გამოკითხულთა უფრო მეტს  - 49%-ს არ მოსწონს, ხოლოდ 39%-ის ფავორიტი პოლიტიკოსია, ლევან ბერძენიშვილი  ჯალათად აფასებს და ფიქრობს, რომ  0% რეიტინგი უნდა ჰქონდეს - "გახარიას რატომ უნდა ჰქონდეს რეიტინგი? ის ჯალათია ჩვეულებრივი. ის რაც აქვს, იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოება არ არის გარკვეული, გახარიას 0 % უნდა ჰქონდეს". 

ყველაზე მეტი დადებითი შეფასება დავით ბაქრაძეს აქვს, მას მოჰყვება პოზიტიური რეიტინგით კახი კალაძე, ხოლო მესამე ადგილზე დავით უსუფაშვილია.  

რაც შეეხება პარტიებს, ხვალ რომ საპარლამენტი არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 15%,, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ - და  „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 5%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში