მეუფე დიმიტრის სოლიდარობის აქციში ჩაერთო - თავისუფლება ვაჟა ექიმს

19 ნოემბერი 2019, 15:32 3650 ნახვა

"თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია" -  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი სოლიდარობის კამპანიაში ჩაერთო. ფოტო წარწერით მიტროპოლიტის ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. 

 

 ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაონში დააკავეს, 15 ნოემბერს კი მას პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ის დე ფაქტო საზღვრებს არ აღიარებს. 

დღეს, ექიმის შესახებ ინფორმაცია  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა.   ე.წ. უშიშროების საბჭო წერს, რომ, ექიმი სამ პირთან ერთად დააკავეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა, რის გამოც მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს," - ამის შესახებ ე.წ. უშიშროების საბჭოს პრეს მდივანმა განაცხადა. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ექიმი 2008 წლის საქართველო - რუსეთის ომშიც აქტიურად მონაწილებდა სამხედრო ექიმის სტატუსით. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში