თუთუნის მწარმოებლები მთიანი აჭარიდან მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ

18 ნოემბერი 2019, 12:27 1452 ნახვა

ბათუმში, "თბილისის" მოედანზე მაღალმთიანი აჭარიდან თუთუნის მწარმოებლები ჩამოვიდნენ, ისინი თამბაქოზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობას გეგმავენ, სადაც  საპროტესტო აქციას გამართავენ. მოთხოვნები უცვლელია, ისინი თამბაქოზე აქციზის გადასახადის მოხსნას ითხოვენ. მოქალაქეების თქმით, თუ  კი შეღავათები არ დაწესდება,  ცვლილებას ვერ გაუმკლავდებიან. 

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დახლები აალაგეს, თუთუნი პარკებში ჩაყარეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.

თუთუნის მწარმოებლები ამბობენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში