ქვიშის ტომრებით და ბეტონის ფილებით ჩაკეტილი გზა - თბილისი, 17 ნოემბერი

17 ნოემბერი 2019, 22:32 1609 ნახვა

პარლამენტთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა, ქვიშის ტომრებით და ბეტონის ფილებითაა ჩაკეტილი, 

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, პარლამენტში შესასვლელ ყველა ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 

მეოთხე დღეა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია - ''ყველა ერთის წინააღმდეგ''  მიმდინარეობს.

მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. 

 

 

ფოტო: გიგა გელხვიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში