ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა - გიორგი კვირიკაშვილი ჩავარდნილ კანონპროექტზე

14 ნოემბერი 2019, 23:04 1419 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

''ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა,'' - დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში. 

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში