არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პარლამენტს მიმართავს დაამტკიცოს საკონსტიტუციო  ცვლილებები

14 ნოემბერი 2019, 12:17 891 ნახვა

 არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პარლამენტს მიმართავს დაამტკიცოს საკონსტიტუციო  ცვლილებები. დღეს გამართულ ბრიფინგზე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პროპორციული არჩვენების უპირატესობაზე ისაუბრეს.

მათ ასევე ეჭვებს უჩენთ პარლამენტში არსებული ვითარება და ცალკეული დეპუტატების პროტესტი.  არ გამორიცხავენ რომ პროცესი ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნისკენ მიდიოდეს. მიიჩნევენ, რომ თუ ცვლილებები ჩავარდება შესაძლოა პროცესები სწორედ ამ მიმართულებით წარიმართოს, რაც მათი მოსაზრებით მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში