საქველმოქმედო ფონდი შენობის გარეშე რჩება

11 ნოემბერი 2019, 20:06 769 ნახვა

პროსტიტუციაში ჩაბმული არასრულწლოვნები,ძალადობის მსხვერპლი მოზარდები, უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები და სკოლის მიღმა აღმოჩენილი მოსწავლეები - ასეთი გამოწვევების წინაშე დამდგარი არასრულწლოვნების რეაბილიტაციაზე ბათუმში „იალქანი“ ზრუნავს, მაგრამ ზრუნავს თუ არა „იალქნის“ გაძლიერებაზე მთავრობა? დღეს ეს კითხვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დავუსვით.

ვკითხეთ „ოცნების ქალაქში“ გაუსაძლის გარემოში მცხოვრები ბავშვების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვის პარალელურად, რას ფიქრობს ამ ორგანიზაციის ბენეფიციარებზე. გვითხრა, რომ საკითხს იცნობს და რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს.

გადასაწყვეტი კი შენობის სარგებლობაში გადაცემაა, რადგან სხვა შემთხვევაში ორგანიზაციას დონორებთან ურთიერთობა უჭირს. სხვათაშორის სწორედ შენობის საკითხის მოუგვარებლობის გამო ვერ გახსნა „ღირსეულმა სიბერემ“ მოხუცებულთა თავშესაფარი ქობულეთში.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი