ხმაურიანი კინოჩვენებები ბათუმსა და თბილისში

09 ნოემბერი 2019, 18:10 1565 ნახვა

ფილმის პრემიერა 2 ქალაქის, 6 კინოთეატრში ხმაურის ფონზე. მოვლენების მთავარი ეპიცენტრი თბილისი იყო, თუმცა სიტუაცია დაიძაბა ბათუმშიც. კინოჩვენებამდე, საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილებმა კვერცხები ისროლეს და პიროტექნიკა ააფეთქეს.  საპროტესტო აქციის გამო „აპოლოში“ფილმი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.შენობაში მოქალაქეები, პოლიციის დახმარებით შევიდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო, დარბაზში ცარიელი ადგილები მაინც დარჩა.  

თბილისში, ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". მიუხედავად პროტესტისა, კინოთეატრ „ამირანსა“ და თბილისი „გალერეაში“ ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და დასრულდა. თბილისური და ბათუმური საპრემიერო ჩვენებები.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი