ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ

08 ნოემბერი 2019, 18:35 914 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.კონგრესმენებს საშუალება ჰქონდათ, ოძისიდან დაკვირვებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ რუსული სამხედრო ბაზას. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, აქვს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში