პირველი სხდომები საუბნო კომისიებში

08 სექტემბერი 2016, 00:00 2233 ნახვა

დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადა იწურება. დღის ბოლომდე წევრებმა თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უნდა აირჩიონ. საუბნო კომისიის ადმინისტრაციაში კანდიდატების დასახელება მინიმუმ ორ წევრს შეუძლია. არჩევისთვის კი მათ ხმათა უმრავლესობა უნდა მოიპოვონ. ამავე დროს არ შეიძლება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე ან მდივანი ერთსა და იმავე პარტიას ან ბლოკს წარმოადგენდეს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პროცესი უბნებზე დილიდან დაიწყო და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.     

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში