აჭარის რეგიონში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო  აცრები დაიწყო

02 ნოემბერი 2019, 12:00 1273 ნახვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე  გრიპის საწინააღმდეგო 6 000 ვაქცინა მიიღეს და  წელს 15 668  ათასი დოზის შემოტანაა დაგეგმილი.  რისკ ჯგუფების ჩამონათვალს დაემატა,  საბავშვო ბაღის პედაგოგები, მონადირეები, ვეტერინარისაა და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე ადამიანები.

რაც შეეხება დიაბეტის მქონე პირებს, შარშან მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდებოდა უფასო ვაქცინაცია, დღეისთვის ნებისმიერი ასაკის დიაბეტით დაავადებული პირებისთვის ვაქცინაცია უფასოდ ჩატარდება. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ინფორმაციით, აქ ვაქცინა ნოემბერში ეტაპობრივად გადაეცემათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში