27 ოქტომბერს, თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს.
დაჭრილი მძღოლი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ინფორმაციას, კაცის მკვლელობის შესახებ შსს ადასტურებენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით დაიწყო.