ოკუპირებულ ცხინვალში "სასწავლო მიზნებით" საბრძოლო რეჟიმი გამოცხადდა

25 ოქტომბერი 2019, 15:36 1595 ნახვა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმშია გადაყვანილი.

ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის  სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ბრძანება საბრძოლო რეჟიმის გამოცხადების შესახებ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაჰიმ გასაევმა გასცა.

მათივე ინფორმაციით, მათი მიზანი სამხედრო დანაყოფების მზაობის შემოწმებაა, იმისათვის, რომ მათ სხვადასხვა პირობებში მიცემული ბრძანებები წარმატებით შეასრულონ.

დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით,  საბრძოლო რეჟიმი სპეციალური ბრძანების გაცემამდე გაგრძელდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში