„მუქარის წერილის“ დედანს ხაზარაძის ადვოკატები პროკურატურას გადასცემენ

21 ოქტომბერი 2019, 12:19 261 ნახვა

სკანდალური წერილის დედანს , რომელიც როგორც ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ამბობს მას  გიორგი გახარიამ მისწერა, დღეს პროკურატურას გადაცემენ. მანამდე კი თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატები  ე.წ-ლი მუქარის წერილს ჟურნალისტებს გააცნობენ.

როგორც იცით წერილის დედანის ექსპერტიზა კი ლონდონში ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ იყო შუამავალი, ვინც მას სავარაუდოდ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი წერილი გადასცა. წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში