მოსახლეობა კორპუსის ეზოში მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აპროტესტებს - აქცია ლეონიძის ქუჩაზე

19 ოქტომბერი 2019, 18:30 8239 ნახვა

ბათუმში, ლეონიძის 4 ნომერში მცხოვრებლები აქციას მართავენ. ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით კორპუსის ეზოში გზა გადაკეტეს, საიდანაც მძიმე ტექნიკა მოძრაობს. ისინი სწორედ ამ ტექნიკის გადაადგილებას აპროტესტებენ. ამბობენ რომ, სახლი ზანზარებს და კედლებიდან ბათქაში ცვივა. მათ თორმეტსართულიანი კორპუსის ნგრევის შიშიც აქვთ.

შენობის მიმდებარედ, დაახლოებით 20 მეტრში ახალი მრავალსართულიანი ბინების მშენებლობა დაახლოებით 10 დღეა დაიწყო. მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ ახალი მშენებლობა მათ სახლს საფრთხეს უქმნის. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მშენებლობის დაწყებისას მათ სასმელი წყლის მიწოდებაც შეუწყდათ.

ადგილზე მშენებელი კომპანიის წარმომადგენელიც იმყოფებიან. მათი განმარტებით, მერიისგან  ნებართვა მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად სწორედ ამ ქუჩაზე აქვთ მიღებული. ამბობენ, რომ ალტერნატიული გზის შეთავაზების შემთხვევაში მარშუტს შეცვლიან. ამ წუთებში ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებულია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში