“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ

17 ოქტომბერი 2019, 18:12 1768 ნახვა

ახალი სასამართლო დავა რუსთავი 2-ის საქმეზე. არხის თანადამფუძნებლებმა სამაუწყებლო კომპანიას 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანეს, მათი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, რომელიც ტელეკომპანიის მესაკუთრეა, ასევე პაატა კარსანიძე - ოფიციალურად, სწორედ, მან შეიძინა 2004 წელს ორი თანადამფუძნებლის წილი და ერთ დღეში გაყიდა.

„სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა რუსთავი 2 თავის თანადამფუძნებლებს დაუბრუნდება“ - არხის თანადამფუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება.

რუსთავი ორის საქმეზე რეპორტაჟში მოისმენთ პოლიტიკურ შეფასებებს, რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს დღეს მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში