ამხილეს პირი, რომელიც დაბალი ხარისხის მაგნიტოფონებს "SONY"-ს მარკით ყიდდა

17 ოქტომბერი 2019, 10:34 1424 ნახვა

იმერეთის რეგიონში, ერთ - ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, მოახდინა ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არა ბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება „SONY“- ს სასაქონლო ნიშნით და მათი რეალიზაცია სავაჭრო ობიექტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.

სამართალდამცველებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში