ვისთვის იქნება უფასო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

14 ოქტომბერი 2019, 20:03 2331 ნახვა

ხვალიდან საქართველოში გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია იწყება. ვაქცინა თბილისში ხვალ შემოვა, შემდეგ დღეებში კი რეგიონებში განაწილდება. ოქტომბრის მეორე ნახევარი ყველაზე კარგი პერიოდია აცრების გასაკეთებლად, რადგან ზამთარში, ისევე როგორც გასულ წლებში სეზონური გრიპის გავრცელებააა მოსალოდნელი.

ვაქცინა რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის უფასო იქნება, მათ შორის როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს სავალდებულო აცრა შეეხება ბაღებში დასაქმებულებს და კლინიკების მედ-პერსონალს.

იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა უფასოდ არ შეხვდებათ, მისი ყიდვა აფთიაქებში შეეძლებათ, ღირებულება კი 15-დან 25 ლარამდე იქნება. ცნობისთვის გასულ წელს აჭარაში H1N1 ვირუსის რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი