პოლიციამ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის კაცი დააკავა

13 ოქტომბერი 2019, 19:02 2060 ნახვა

შიდა ქართლის პოლიციამ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, გორში  1999 წელს დაბადებული ტ.ც. დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ქალაქ გორში,  არასრულწლოვან გოგონას  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს  138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.  დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში