კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ რვა ადგილით უკან დაიხია

11 ოქტომბერი 2019, 20:06 1970 ნახვა

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2019 წლის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესებულია. ახალი მონაცემები მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა. საქართველო გასულ წელს  141 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი 8 პუნქტით უკან დაიხია და 74-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რეიტინგს 12 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ადგენს. მათ შორისაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სახელმწიფო ინსტიტუტები. სწორედ სუსტ ინსტიტუციებს და ინფლაციას ასახელებენ სპეციალისტები და ბიზნესმენები მთავარ პრობლემად, რის გამოც საერთაშორისო რეიტინგში  ქვეყნის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ცნობისთვის საქართველოსთან შედარებით, რეიტინგში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს მეზობელ ქვეყნებს - თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს.  პირველ ადგილს კი სინგაპური იკავებს. არსებულ რეალობას  „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს, ამბობს, რომ ინსტიტუციების შესუსტება სწორედ არაფორმალურმა მმართველობამ გამოიწვია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში