დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას

10 ოქტომბერი 2019, 20:01 184 ნახვა

ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას საპატრიარქოდან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა. „ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას“ – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც და ტურისტებმაც შეძლონ.

ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ დელიმიტაციის კომისიის მუშაობა პოზიტიურად გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში