20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გაათავისუფლეს

08 ოქტომბერი 2019, 20:10 1089 ნახვა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იგი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ იგი პოლიციის ფარს მართლაც იყენებდა, რაც შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, თუმცა ირწმუნება, რომ ამას აკეთებდა შეკავების მიზნით, აქციაზე კი სხვა მოქალაქეების დახმარების გამო მივიდა.

ჯიქური პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, ამის გამო კი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 20-მდე პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში