ევროსაბჭოში რუს დეპუტატს სიტყვა შეაწყვეტინეს - ქართველების, პოლონელებისა და უკრაინელების პერფომანსი

04 ოქტომბერი 2019, 13:03 2417 ნახვა

რუსი დეპუტატის გამოსვლას ევროპის პარლამენტში საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ყირიმის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და რუსეთის წარმომადგენელს სიტყვა შეაწყვეტინეს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დელეგატები რუსეთში მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობის თემას განიხილავდნენ. ამ დროს, რუსეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოვიდა, აქტივისტებმა კი დროშები გაშალეს და ამ ფორმით, რუსული აგრესიის შეჩერება მოითხოვეს.

პიოტრ ტოლსტოიმ სიტყვის გაგრძელება სცადა, თუმცა ევროსაბჭოს წევრების აპლოდისმენტების ფონზე, ვეღარ შესძლო. 

დროშების გაშლის შემდეგ, დაცვის სამსახურმა აქციის მონაწილეები დარბაზიდან გაიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში