უნდა მოერიდონ გამოთქმებს, რომლებიც შეიძლება ქალისა და მამაკაცის უთანასწორობას უსვამდეს ხაზს - ანა დოლიძე 

03 ოქტომბერი 2019, 17:11 1673 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ ყველა საჯარო პირი თავის გამოსვლაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ფასეულობას უნდა უსვამდეს ხაზსს. 

მოძრაობა ''ლელოს'' დამფუძნებელის განცხადება პოლიტიკოსებმა სექსისტურად შეაფასეს. მამუკა ხაზარაძემ დღეს მსგავსი წინადადება თქვა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მსგავსი გამონათქვამების გამო, გაუკრიტიკებია ''ქართული ოცნების'' ლიდერები და ასევე ყოფილი პრეზიდენტიც. 

''მე ამის გამო, გამიკრიტიკებია გია ვოლსკიც და მიხეილ სააკაშვილიც. გავაკრიტიკებ ყველა საჯარო პირს, რომელიც მგძნობიარე არ იქნება ამ თემის მიმართ. ყველა უნდა მოერიდოს გამოთქმას, რომელიც შეიძლება ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობას უსვამდეს ხაზს. მიუხედავდ იმისა რომელი თანამდებობის პირს და რომელი პარტიის ქალ წარმომადგენელს აკრიტიკებს. ეს არის ჩემი პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება'' - უთხრა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებას დღეს იუსტიციის მინისტრმა უპასუხა. თქვენ გძულთ ქალები, ვინც გაბედა და სამზარეულოს გარეთ ცხვირი გამოჰყო - დაწერა სოციალურ ქსელში თეა წულუკიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში