უკრაინაში მოკლული საქართველოს მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი - შოთა ჭიჭიაშვილია, რომელიც საქართველოში ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებისთვის არის ბრალდებული.
კრიმინალურმა ავტორიტეტმა, 10 დღის წინ, ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. იგი დღეს, კიევის ოლქში სამართალდამცველებმა მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციელები იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი, მან ცეცხლი გახსნა.
უკრაინული პოლიციის ცნობით, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია და მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.