ეკა ბესელიამ ყველაფერი იკადრა - ვანო ზარდიაშვილი

26 სექტემბერი 2019, 16:45 1580 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატი ამბობს, რომ ეკა ბესელიასთვის პოლიტიკაში დასამკვიდრებლად, ძალადობა მისაღები ხერხია. ვაზო ზარდიაშვილის თქმით, დღევანდელი ინციდენტი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ მას ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

''ბოდიში - საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი პროცესები ვანახოთ. რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელიას, მე მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. იგი მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას, პოლიტიკური ფსკერიდან ამოწევას. შესაბამისად, მან იკადრა ყველაფერი, ის რაც იკადრა'' - უთხრა ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილმა.

''ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია,  ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი