ბათუმი-სარფის გზაზე, სავარაუდოდ გვირაბს ააშენებენ 

26 სექტემბერი 2019, 14:15 1654 ნახვა

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი 108 მილიონი ევროდან თანხის ნაწილის ეკონომია მოხდა. 5 მილიონ დოლარამდე თანხა, ახალი მონაკვეთისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას და დეტალური პროექტის შედგენას მოხმარდება. 

ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ აგვისტოში განაცხადა. 

მისივე თქმით, მშენებლობა სავარაუდოდ 2021 წელს დაიწყება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი