მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო სააპელაციო სარჩელს ამზადებს

25 სექტემბერი 2019, 18:08 1138 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსის შეჩერებაზე, მრჩეველთა საბჭო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ასევე შედის შესაგებელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი კოხრეიძის სარჩელის საწინააღმდეგოდ.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს,რომ პროცესები ახლა იმიტომ განვითარდა, რომ საბჭოს ამ შემადგენლობას აღარ მიეცეს საშუალება აირჩიოს დირექტორი.

მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა 18 სექტემბერს სარჩელი შეიტანა სასამართლოში,გიორგი კოხრეიძე მოითხოვს, რომ ბათილად ცნონ 22 აგვისტოს მაუწყებლის დირექტორია არჩევნები, სადაც დირექტორი ვერ აირჩიეს და ის გამოცხადდეს კონკურსში გამარჯვებულად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში