„ევროპული საქართველო" პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

19 სექტემბერი 2019, 18:01 1430 ნახვა

„ევროპული საქართველო" პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათ საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართეს.

ირმა ნადირაშვილი  ამბობს, რომ წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღო ინფორმაცია, რომ ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.

თუმცა არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი