ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

16 სექტემბერი 2019, 13:03 7399 ნახვა

ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს. ბავშვებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი ყელსახვევები გაუკეთეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაუღეს. 

ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა ატვირთა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს   პირველი ბ კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის, საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია. 

ქეთევან ვეკუას თქმით, მშობლებს ყელსახვევები არ გაუპროტესტებიათ.  

''ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ჩემი პირველი ბ კლასია. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, შინდისფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი'' - ამბობს ქეთევან ვეკუა.

სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ წითელ და ლურჯ ყელსახვევებში პრობლემას ვერ ხედავს. 

"თავისუფლების ქარტიით”,  საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში აკრძალულია.

ამავე თემაზე:   წითელი ყელსახვევების გამო, რესურსცენტრი სკოლას ახსნა-განმარტებას სთხოვს 

                          მთავარი იდეა იყო გამომერჩია პირველკლასელი ბავშვები - წითელ და ლურჯ ყელსახვევებზე მასწავლებლის განმარტება

                         წითელი ყელსახვევების საქმე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლის დისციპლინური კომიტეტი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში